Belive

წყალტუბოს სამგურალმა სომხეთის ყველაზე ტიტულოვანი გუნდი დაამარცხა

1 კვირის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ეროვნული ლიგის წარმომადგენელმა, წყალტუბოს სამგურალმა, სეზონის განახლებამდე არსებული მოსამზადებელი პერიოდის ფარგლებში, სომხური პიუნიკი დაამარცხა.

დამოუკიდებლობის შემდეგ, სომხეთის ყველაზე ტიტულოვან გუნდთან სამგურალმა თბილისში, ილია კოკაიას სახელობის ბაზაზე ითამაშა და 2:1 იმარჯვა.

ქართული გუნდის შემადგენლობიდან საწყის ტაიმში დუბლის შესრულება ლუკა ხორხელმა შეძლო.

წინასასეზონო მოსამზადებელ პერიოდში პიუნიკი საქართველოში იმყოფება და 29 ივნისს, საგარეჯოს გარეჯთანაც ითამაშა, რომელსაც 2:0 მოუგო.

წყალტუბოს სამგურალი ეროვნული ლიგის განახლების შემდეგ, 2 აგვისტოს, ფოთის კოლხეთი 1913-ს შეხვდება.

სხვა სტატიები