Belive

"ვერ წარმომიდგენია, როგორი ადამიანი ვიქნებოდი ფეხბურთის გარეშე" - ფენომენალური ვიდეო ხვიჩა კვარაცხელიაზე

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

"ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ეს გამომივიდა. ჩემთვის ფეხბურთი ბევრს ნიშნავს და არც წარმომიდგენია, როგორი ადამიანი ვიქნებოდი მის გარეშე" - ხვიჩა კვარაცხელია.

ამ სიტყვებით იწყება 20-წუთიანი დოკუმენტური ვიდეო, რომელიც საფრანგეთის ლიგა 1-მა ხვიჩა კვარაცხელიას მიუძღვნა. საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისა და პარი სენ-ჟერმენის უპირობო ლიდერი საოცნებო პროფესიონალური კარიერით, საფეხბურთო იერარქიის უმაღლეს მწვერვალებს იპყრობს და ამიტომ, ლიგა 1-ის გადამღები ჯგუფი საქართველოს ეწვია, რათა უკეთ გაეგო ყველა ის ნიუანსი, რომელიც კვარაცხელიას დიდებულ ფეხბურთელად ჩამოყალიბებაში დაეხმარა და რა არის მისი თავბრუდამხვევი დრიბლინგის საიდუმლო...

20-წუთიან დოკუმენტურ ვიდეორგოლში მოვისმენთ, როგორც ხვიჩა კვარაცხელიას სიტყვებს, ასევე ოჯახის წევრების, მთავარი მწვრთნელის, საფეხბურთო მიმომხილველებისა და გულშემატკივრების შეფასებებს.

სრული ვიდეოს ნახვა აღნიშნულ ბმულზეა შესაძლებელი.

სხვა სტატიები