Belive

შანსი მამარდაშვილს? ალისონის დამატებისთვის ბრძოლაში საუდის არაბეთის კლუბები გააქტიურდნენ

1 დღის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საუდის არაბეთის პრო-ლიგის კლუბები ლივერპულის მეკარის, ალისონ ბეკერის ტრანსფერზე მუშაობას ანახლებენ. talkSPORT-ის ინფორმაციით, 33 წლის ბრაზილიელის სიტუაციას ალ იტიჰადი და ალ ქადისია აქტიურად აკვირდებიან, თუმცა მერსისაიდელებისთვის თავიანთი პირველი ნომრის გაყიდვა გეგმებში არ შედის.

ლივერპული გიორგი მამარდაშვილის კონკურენტის გაშვებას არ აპირებს და ელოდება, რომ შვებულების დასრულების შემდეგ ბრაზილიელი გუნდს დაუბრუნდება და ახალი მთავარი მწვრთნელის, ანდონი ირაოლას ხელმძღვანელობით სეზონს ძირითად შემადგენლობაში დაიწყებს. ინგლისურ გუნდს საუდელებისგან ოფიციალური შემოთავაზება ჯერ არ მიუღია, მანამდე კი იუვენტუსსაც მკაფიო უარი შეუთვალა. კლუბმა ასევე უარყო ხმები, თითქოს ბეკერის 15 მილიონ ევროდ გაშვებაზე იყვნენ თანახმა, წითლები მხოლოდ კოლოსალური თანხის სანაცვლოდ თუ დაფიქრდებიან ტრანსფერზე.

ქართველი მეკარე მერსისაიდულ კლუბს სწორედ ალისონის გრძელვადიან შემცვლელად მიაჩნია. თუ ბრაზილიელი საუდის არაბეთში გადასვლას დათანხმდება ან კლუბი მას გაყიდის, ეს მამარდაშვილისთვის ლივერპულის ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრების პროცესს საგრძნობლად დააჩქარებს, ხოლო ალისონის დარჩენის შემთხვევაში, ქართველს უდიდეს კონკურენციაში მოუწევს პირველი ნომრობისთვის ბრძოლა.

გასულ სეზონში ალისონი მეტწილად ტრავმიანობდა, რა დროსაც 25 წლის ქართველ მეკარეს 20 მატჩში თამაში მოუწია.