Belive

ცნობილია როდის დაიწყება საქართველოსა და უკრაინის ნაკრებების მატჩზე ბილეთების გაყიდვა?

4 საათის წინ ქართული სპორტი
1 წთ

უეფას ერთა ლიგის ახალი სეზონი 2026 წლის შემოდგომაზე დაიწყება და საქართველოს ნაკრები მონაწილეობას B დივიზიონის მეორე ჯგუფში მიიღებს, სადაც ჩრდილეოთ ირლანდიას, უკრაინასა და უნგრეთს შეხვდება.

საწყის მატჩს ჩვენი გუნდი ჩრდ. ირლანდიის ნაკრებთან 25 სექტემბერს, თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე გამართავს, მატჩი უმაყურებლოდ გაიმართება, 3 დღის შემდეგ კი იგივე სტადიონზე უკრაინასთან გულშემატკივარს დასწრების შესაძლებლობა ექნება.

28 სექტემბერს გასამართი შეხვედრისთვის ბილეთების გაყიდვა 25 აგვისტოს, 12:00 საათზე დაიწყება.

გულშემატკივრისთვის ხელმისაწვდომი იქნება ოთხი კატეგორიის ბილეთი და მათი ფასი 20, 40, 70 და 100 ლარია.

ვილი სანიოლის გაწვრთნილი გუნდი ახალი ფორმატით ჩასატარებელ საწყის შეკრებაზე ოთხ მატჩს ჩაატარებს და 2 საშინაო შეხვედრის შემდეგ სტუმრად ორ მატჩს გამართავს: 2 ოქტომბერს უნგრეთთან, 5-ში კი ჩრდილოეთ ირლანდიასთან.

სხვა სტატიები