Belive

40 წლის სერხიო რამოსი შესაძლოა საბა საზონოვის თანაგუნდელი გახდეს

12 საათის წინ ქართული სპორტი
1 წთ

მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა და ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრალური მცველი, სერხიო რამოსი კარიერის განახლებასთან ახლოსაა.

40 წლის ლეგენდა შესაძლოა საბა საზონოვის თანაგუნდელი გახდეს და ხეტაფეს შეუერთდეს, რომლის პრეზიდენტიც, ანხელ ტორესი საკითხზე საჯაროდ საუბრობს.

"მისმა ძმამ და აგენტმა დამირეკეს. რამოსი პოტენციურ ახალწვეულთა სიაშია და ის რეალურად შეიძლება მოსულიყო. ეს ის თემაა, რომელსაც უკვე გარკვეული პერიოდია განვიხილავთ. თუმცა, ამ მომენტისთვის ეს პრიორიტეტი არ არის, რადგან ჩვენს მთავარ მწვრთნელს, ხოსე ბორდალასს, პირველ რიგში, ფლანგების გაძლიერება სურს, რადგან გუნდს უკვე ჰყავს ექვსი გამოცდილი ცენტრალური მცველი. ახლა ეს პოზიცია დაკომპლექტებულია, მაგრამ თუ არა ახლა, მაშინ შესაძლოა ამ საკითხს იანვარში დავუბრუნდეთ", - ამბობს ანხელ ტორესი.

ხეტაფე, რომელიც უეფას კონფერენს ლიგზე იბერია 1999-ის მეტოქეა და 26 ნოემბერს, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე უნდა ითამაშოს, სოლიდურად ძლიერდება. მადრიდულმა გუნდმა რეალის კიდევ ერთი ლეგენდა, დანი კარვახალი დაიმატა, რომელიც გასული თვეების განმავლობაში თავისუფალი აგენტი გახლდათ.

საბა საზონოვის გუნდი ლა ლიგაში მე-15 პოზიციას იკავებს, ხოლო კონფერენს ლიგაზე საწყის ტურში უნივერსიტატ კრაიოვასთან ფრედ (1:1) ითამაშა.

საქართველოს ნაკრების 24 წლის ცენტრალურ მცველს მადრიდელთა შემადგენლობაში 7 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული.

სხვა სტატიები