Belive

ოთარ კიტეიშვილი: "საწყის ორ საშინაო მატჩს განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება"

1 დღის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრების ცენტრალური ნახევარმცველი, ოთარ კიტეიშვილი, უეფას ერთა ლიგის B დივიზიონის, ახალი სეზონის საწყისი ტურის მატჩში ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებთან გასამართი შეხვედრის წინ საუბრობს.

"ახალი ციკლი და ახალი ეტაპი ჩვენთვის ყოველთვის განსაკუთრებულია და ასეა ამ შემთხვევაშიც. მოკლე პერიოდში გვიწევს ოთხი თამაშის ჩატარება და მნიშვნელოვანია, რომ ფეხბურთელები, რომლებიც დღეს აქ არიან, მაქსიმალურად მზად იყვნენ.

თითოეული შანსი, რომელიც გვაქვს, მნიშვნელოვანია და მისი გამოყენება აუცილებელია. მით უმეტეს, რომ სწორედ ერთა ლიგიდან მოვახერხეთ ევროპის ჩემპიონატზე გასვლა და ვეცდებით, ამ ჯგუფშიც წარმატებას მივაღწიოთ.

ძალიან მნიშვნელოვანი იქნება სტარტი, განსაკუთრებით ორი საშინაო მატჩი. იმედი მაქვს, კარგად დავიწყებთ და კარგი შედეგებით დავასრულებთ მიმდინარე შეკრებას", - ოთარ კიტეიშვილი.

საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიას 25 სექტემბერს, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე უმასპინძლებს. შეხვედრა 20:00 საათზე უნდა დაიწყოს.

სხვა სტატიები