Belive

წინ დიდი ფინალია - ურთიერთშეხვედრების სტატისტიკა გრიგალაშვილსა და ნაგასეს შორის

4 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

დღეს, 29 ივლისს, დილის 12:00 საათიდან, პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე, სტარტი ძიუდოს მეოთხე საშეჯიბრო დღემ აიღო, რომელიც ჩვენი ნაკრებისთვის უკვე გარანტირებულად წარმატებული გამოდგა, თუმცა ოქროს მედლის მოლოდინში ვართ.

2024 წლის პარიზის ოლიმპიადაზე პირველი მედალი განაღდებული აქვს ტატო გრიგალაშვილს, რომელიც ფინალში, მოქმედ ოლიმპიურ ჩემპიონს, იაპონელ - ტაკანორი ნაგასეს დაუპირისპირდება.

სანამ ფინალი დაიწყება, გთავაზობთ ტატო გრიგალაშვილისა და ტაკანორი ნაგასეს ურთიერთშეხვედრების სტატისტიკას.

ტატო გრიგალაშვილი და ტაკანორი ნაგასე კარიერაში ერთმანეთს 3-ჯერ გადაეკვეთნენ. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ურთიერთშეხვედრებში წინ ტატო გრიგალაშვილია.

  • პირველად ერთმანეთს 2019 წლის 16 მარტს, ეკატერინბურგის გრანდ სლემზე შეხვდნენ, სადაც იაპონელი სპორტსმენი დარჩა გამარჯვებული

  • მეორე დაპირისპირება 2020 წლის თებერვალში, დიუსელდორფის გრანდ სლემზე შედგა, სადაც ტატომ იაპონელი მეტოქე დაამარცხა და ურთიერთშეხვედრებში ანგარიში გაათანაბრა.

  • მესამე დაპირისპირება კი 2022 წლის 9 ოქტრომბერს მსოფლიო ჩემპიონატის 1/4-ფინალში შედგა, სადაც ტატო გრიგალაშვილმა იაპონელი მეტოქე დაამარცხა, შემდეგ კი მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

მეოთხე და ყველაზე პრინციპული დაპირისპირება კი პარიზში, ოლიმპიური თამაშების ფინალში შედგება.

სხვა სტატიები