გიორგი მიქაუტაძე: "სამწუხაროა მარცხი, თუმცა ლიგაზე თამაშის ოცნება ავიხდინე"
2 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში, ევროპა ლიგის მოქმედმა ჩემპიონმა ტოტენჰემმა, შინ ვილიარეალი მიიღო და მინიმალური სხვაობით 1:0 გაიმარჯვა.
მატჩი სრულად ითამაშე გიორგი მიქაუტაძემ, რომლისთვისაც ჩემპიონთა ლიგაზე სადებიუტო მატჩი იყო. ჟორჟმა მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
"სამწუხაროა, რომ დავმარცხდით, ანგარიშის გათანაბრება არაერთხელ შეგვეძლო, თუმცა ის შედეგი დადგა, რაც ვნახეთ.
მარცხის მიუხედავად, უბედნიერესი ვარ, რომ ჩემი ბავშვობის ოცნება ავიხდინე და ჩემპიონთა ლიგაზე ჩემი დებიუტი შედგა..." - გიორგი მიქაუტაძე
გიორგი მიქაუტაძე ვილიარეალში სეზონის სტარტზე გადავიდა - ქართველი ფეხბურთელი ვილიარეალის ღირსებას 2031 წლამდე დაიცავს.
ვილიარეალმა ჩემპიონთა ლიგა მარცხით დაიწყო, დარჩენილ 7 ტურში კი მათი მეტოქეები: იუვენტუსი, მანჩესტერ სიტი, პაფოსი, დორტმუნდი, კოპენჰაგენი, აიაქსი და ლევერკუზენი იქნებიან.