Belive

ტრავმა სერიოზული არ არის: ზურიკო დავითაშვილი ლანსთან სათამაშოდ მზად იქნება

2 დღის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი, ზურიკო დავითაშვილი "სენტ-ეტიენში" დაბრუნდა. 23 წლის ქართველმა შემტევმა უეფას ერთა ლიგის B დივიზიონის 1 ჯგუფის მეოთხე ტურში ალბანეთთან მატჩში (0:1) მცირე დაზიანება მიიღო.

გუნდში დაბრუნებისა და შემოწმების შემდეგ ირკვევა, რომ ზურიკო დავითაშვილს სერიოზული დაზიანება არ აქვს და ის თამაშს მალე შეძლებს.

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს გადაღლილობის გამო კუნთი დაეჭიმა, თუმცა სერიოზულ დაზიანებას ადგილი არ აქვს და უდიდესი ალბათობით, ლიგა 1-ის შემდეგ ტურში, "ლანსთან" საშინაო მატჩში თამაშს მოახერხებს.

ახალ სეზონში, ზურიკო დავითაშვილის აქტივში 3 გოლი და 2 საგოლე პასია, რა მაჩვენებლითაც გუნდის საუკეთესო ბომბარდირი გახლავთ.

სხვა სტატიები