მიჯრით მეორე თვეში: მიქაუტაძე საუკეთესოობისთვის იბრძვის
საქართველოს ნაკრების ცენტრალური ფორვარდი, გიორგი მიქაუტაძე ვილიარეალის თვის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებისთვის იბრძვის.
თებერვლის თვის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოსთვის ბრძოლაში ქართველი ბომბარდირის კონკურენტები პაპე გეიე და პაუ ნავარო არიან. მნიშვნელოვანია, რომ 25 წლის ქართველი ფეხბურთელი აღნიშნულ ჯილდოზე იანვრის თვეშიც გახლდათ ნომონირებული. ამავე დროს, ლა ლიგამ გიორგი მიქაუტაძე თებერვლის თვის საუკეთესო მოთამაშედ უკვე აღიარა. გიორგი მიქაუტაძისთვის ხმის მიცემა გულშემატკივარს მითითებულ ბმულზე გადასვლით შეუძლია.
¡Georges Mikautadze, Pau Navarro y Pape Gueye son los futbolistas nominados a Jugador del Mes del Villarreal! 🌟
— Villarreal CF (@VillarrealCF) March 3, 2026
¿Para quién es tu voto? ¡Vota ya y consigue una camiseta firmada por el ganador! 🤩
2026 წლის თებერვალში, გიორგი მიქაუტაძემ ყვითელი წყალქვეშა ნავის ხუთივე მატჩში ითამაშა, აქედან მიჯრით 3-ში გოლის გატანა მოახერხა, ასევე საგოლე პასის გაკეთება შეძლო, ვალენსიურმა გუნდმა კი 3 შეხვედრა მოიგო, 2 წააგო და ოთხეულში ადგილს ინარჩუნებს.
გიორგი მიქაუტაძეს ამ სეზონში ვილიარეალის შემადგენლობაში ყველა ტურნირზე 31 მატჩში 10 გოლი და 4 საგოლე პასი აქვს, რასაც ლიონის ოლიმპიკიდან გადმობარგებამდე გატანილი გამარჯვების გოლიც ემატება.