შოთა არველაძემ ქაშიმფაშას მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოვა
23 საათის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
საქართველოს ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირმა, შოთა არველაძემ თურქეთის სუპერ ლიგაში მოთამაშე ქაშიმფაშას მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოვა.
"ურთიერთშეთანხმების შემდეგ ჩვენს მთავარ მწვრთნელთან, შოთა არველაძესთან თანამშრომლობას ვწყვეტთ.
გვინდა ბატონ არველაძეს მადლობა გადავუხადოთ გაწეული ძალისხმევისა და გუნდის წინსვლაში შეტანილი წვლილისთვის. გულწრფელად წარმატებებს ვუსურვებთ მომავალ კარიერაში", - წერს ქაშიმფაშას ოფიციალური გვერდი.
შოთა არველაძემ ქაშიმფაშას დაბრუნების შემდეგ 14 მატჩში უხელმძღვანელა, 3 გამარჯვების მოპოვება შეძლო, 7 შეხვედრა წააგო და 4-ჯერ ფრეს დასჯერდა. ქაშიმფაშა 14 ტურის შემდეგ თურქეთის სუპერ ლიგაში 13 ქულით მე-14 პოზიციას იკავებს და გასავარდნ ზონას მინიმალური უპირატესობით უსწრებს.