ოთარ კაკაბაძე: "ქართველმა ქომაგმა მხარდაჭერას როგორც შინ, ისე გასვლით მატჩებშიც მიგვაჩვია"
2 თვის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
საქართველოს ნაკრების მარჯვენა მცველი, ოთარ კაკაბაძე უკრაინასთან, უეფას ერთა ლიგის B დივიზიონის მესამე ტურის მატჩის წინ საუბრობს.
"სავარაუდოდ, სტადიონი სავსე იქნება. სტუმრად ჩასატარებელ შეხვედრებში, გასულ პერიოდში, ქართველმა ქომაგმა ძლიერ მხარდაჭერას მიგვაჩვია.
უკვე მეოთხე წელიწადია რაც პოლონეთში ვთამაშობ, ამ სტადიონზეც არაერთი მატჩი ჩავატარეთ და გარემოსა და ატმოსფეროს კარგად ვიცნობ. გამომდინარე იქიდან, რომ პოლონეთში ვთამაშობ, აქამდე მოსასვლელად მანქანით 2 საათი დამჭირდა და არც გარემოს შეცვლას ჰქონია ადგილი. ამიტომ, პოლონეთში შეკრება ჩემთვის კომფორტული გამოდგა. ვფიქრობ, სტადიონზე კარგი ატმოსფერო იქნება და ჩვენ საკუთარი დასახული მიზნის მიღწევას შევეცდებით", - ამბობს ოთარ კაკაბაძე.
საქართველოს ნაკრები ჯგუფს 100%-იანი შედეგით და ორიდან ორი გამარჯვებით ლიდერობს, ხოლო უკრაინელები ამ მომენტამდე ქულის გარეშე იმყოფებიან. საქართველოს ნაკრები უკრაინას პოლონეთის ქალაქ პოზნანში, 11 ოქტომბერს შეხვდება. მატჩი სტარტს თბილისის დროით 22:45 საათზე აიღებს.