Belive

ტრანსფერი მალე დაიხურება - ლოჩოშვილი კლუბში გადასვლასთან ახლოსაა

1 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ესპანური მედია საშუალება GolaTV საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველის, ლუკა ლოჩოშვილის ლა ლიგის წარმომადგენელ "რაიო ვალეკანოში" პოტენციური ტრანსფერის შესახებ კიდევ ერთ ცნობას ავრცელებს და წერს, რომ შეთანხმება თითქმის მიღწეულია.

"მხარეები შეთანხმებასთან ძალიან ახლოს არიან. ტრანსფერის დაახლოებითი ღირებულება 2.7 მილიონი ევრო იქნება და ლუკა ლოჩოშვილი "რაიო ვალეკანოს" მოთამაშე გახდება", - წერს GolaTV Twitter-ში.

 

 

 

ლუკა ლოჩოშვილმა, რომელიც კარიერის განმავლობაში "დინამო თბილისში", კიევის "დინამოში", "ჟილინასა" და "ვოლფსბერგერში" თამაშობდა, 2022/23 წლების სეზონი სერია A-დან აწ უკვე დაქვეითებულ "კრემონეზეში" გაატარა და ყველა ტურნირზე 27 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 1 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა.

სხვა სტატიები