Belive

"ზურიკო დავითაშვილი ლიგა 1-ში სათამაშოდ მზადაა" - ქართველი სენტ-ეტიენს დაუკავშირეს

6 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრებისა და "ბორდოს" შემტევს, ზურიკო დავითაშვილს ფრანგული მედია ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე ტიტულოვან გუნდს, "სენტ-ეტიენს" უკავშირებს.

"მართალია "ბორდოს" არეული სეზონი გამოუვიდა, მაგრამ ზურიკო დავითაშვილის თამაში სავსე გახლდათ ხარისხიანი მოქმედებებით. 23 წლის გარემარბი ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით ევრო 2024-ზე სათამაშოდ ემზადება. დავითაშვილს 2027 წლამდე კონტრაქტი "ბორდოსთან" აკავშირებს. დრიბლინგი, სისწრაფე, ფეთქებადობა, გადამწყვეტობა არის ის თვისებები, რომელიც მას ლიგა 1-ში სათამაშოდ ამზადებს. ზურიკო დავითაშვილის შემდეგი ნაბიჯი შესაძლოა "სენტ-ეტიენი" იყოს", - წერს peuple-vert.

სტატიაში განხილულია ლიგა 2-ის ის ნიჭიერი ფეხბურთელები, რომლებიც ლიგა 1-ში სათამაშოდ მზად არიან და კერძოდ, "სენტ-ეტიენის" მაისურის მორგება შეუძლიათ, ერთ-ერთ ასეთად კი peuple-vert სწორედ ზურიკო დავითაშვილს მიიჩნევს.

23 წლის ფეხბურთელს 2023/24 წლების სეზონში ყველა ტურნირზე 39 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული, 8 გოლი გატანილი და 9 საგოლე პასი გაკეთებული.

სხვა სტატიები