Belive

თორნიკე შენგელიას შედეგიანი მატჩი | ვირტუსმა ალბა ბერლინი გაანადგურა

2 დღის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ევროლიგის 32-ე ტურის შეხვედრაში "ვირტუს ბოლონიამ" "ალბა ბერლინი" 64:108 დაამარცხა.

თორნიკე შენგელიამ 23:30 წუთი ითამაშა, რა დროშიც 15 ქულა (7-დან 6 ორქულიანი, 3-დან 3 საჯარიმო), 3 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა, 3 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა.

ქართველ კალათბურთელზე მეტი ქულა მხოლოდ 1 მოთამაშეს ჰქონდა ისიც 1 ქულით მეტი ჩააგდო აკილე პოლონარამ (16).

"ვირტუს ბოლონია" ევროლიგის ცხრილში 8 მოგებით და 24 მარცხით ბოლოსწინა მე-17 ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას ქართველი კალათბურთელის გუნდი 31 მარტს, 21:45 საათზე "რეჯიანას" წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები