Belive

ტორინოს გულშემატკივრებმა საბა საზონოვი საუკეთესოდ დაასახელეს

11 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

იტალიის სერია A-ს მეექვსე ტურის მატჩში საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველის, საბა საზონოვის დებიუტი შედგა.

22 წლის ქართველი მცველი, "ლაციოსთან" - 0:1 წაგებულ მატჩში მოედანზე 27-ე წუთზე შევიდა და შეხვედრა სრულად ჩაამთავრა. ის ერთ-ერთი გამორჩეული გახლდათ და მოგვიანებით, ტურინელმა ქომაგებმა საუკეთესოდაც დაასახელეს.

toronews.net-ზე ჩატარებულ გამოკითხვაში საბა საზონოვმა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის წოდება გულშემატკივრების 140 ხმა მიიღო, რაც პროცენტულად 51.28% იყო.

"ტორინოს" იტალიის ჩემპიონატში 6 ჩატარებული მატჩის შემდეგ 8 ქულა აქვს დაგროვებული და მე-10 პოზიციას იკავებს, ხოლო მომდევნო შეხვედრას "ვერონას" წინააღმდეგ 2 ოქტომბერს გამართავს.

სხვა სტატიები