Belive

ტომ კლევერლი: "ჩაკვეტაძე აბრეშუმივით მსუბუქი ფეხბურთელია, მისი გაწვრთნა სიამოვნებაა"

1 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

"უოტფორდის" მთავარმა მწვრთნელმა, ტომ კლევერლიმ გიორგი ჩაკვეტაძის შესახებ ისაუბრა.

"გიორგი ჩაკვეტაძე აბრეშუმივით მსუბუქი ფეხბურთელია.

სივრცეში ორიენტირება, სათამაშო ინტელექტი და ტექნიკა არის ის უნარები, რომლის გამოც მისი ყურება და გაწვრთნა განსაკუთრებით სასიამოვნოა.

გიორგი პროფესიონალია და მგონია, მნიშვნელოვან მომენტებს გაახანგრძლივებს". - ამბობს ტომ კლევერლი.

გიორგი ჩაკვეტაძემ ინგლისის ჩემპიონშიფის 2024/25 წლების სეზონი ბრწყინვალედ დაიწყო: ჯერ გოლი გაიტანა, შემდეგ საგოლე პასი გააკეთა და კოეფიციენტების მიხედვით, ლიგის ხუთ საუკეთესო ფეხბურთელს შორისაა.

ჩაკვეტაძის კარგი თამაშის დამსახურებით "უოტფორდმა" ორივე მატჩი მოიგო და ლიდერთა შორის იმყოფება. შემდეგ მატჩს მისი გუნდი "დერბისთან", 24 აგვისტოს გამართავს.

სხვა სტატიები