საბა მამაცაშვილი: "ჩემი თამაშით კმაყოფილი ვარ, მაგრამ ეს მატჩი უნდა მოგვეგო"
2 კვირის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების წევრი, საბა მამაცაშვილი, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას "იბერია 1999-დან" შვედურ "სირიუსში" გადაბარგდა, ახლა კი მან სადებიუტოდ, 90 წუთის განმავლობაში თამაში შეძლო. "მიალბისთან" ქვეყნის ჩემპიონატის ეგიდით ფრედ ნათამაშები (1:1) მატჩის შემდეგ, ქართველმა ფეხბურთელმა გუნდის ოფიციალურ ვებ-გვერდთან ისაუბრა.
"კარგი შეგრძნებაა, რადგან ეს ჩემთვის ისეთი სადებიუტო მატჩია, რომელშიც 90 წუთის განმავლობაში ვითამაშე. თავს კარგად ვგრძნობ, მაგრამ ფრე კარგი შედეგი არ არის. კარგი და რთული მატჩი გამოვიდა, რომელშიც 1:1 დაფიქსირდა.
ჩემი თამაში მომეწონა, საუკეთესო მატჩი არ გამოვიდა, მაგრამ კმაყოფილი ვარ. ბედნიერი ვარ, რომ 90 წუთის განმავლობაში თამაში შევძელი, მაგრამ ეს მატჩი უნდა მოგვეგო.
გულშემატკივარს თამაშზე მოსვლის გამო მადლობას ვეტყვი", - ამბობს საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ფლანგის ფეხბურთელი.
საბა მამაცაშვილმა "სირიუსის" შემადგენლობაში უკვე ხუთ მატჩში მონაწილეობის მიღება მოახერხა. ამპლუით მარცხენა მცველი, რომელსაც შეტევაში თამაშიც შეუძლია, "იბერია 1999-ს" აღზრდილია და იჯარის წესით "გაგრას" შემადგენლობაშიც ითამაშა, 2024 წელს ეროვნული ლიგის 18 მატჩში მის აქტივში 3 გოლი და 2 საგოლე პასია.