ტიტულოვან ბულგარულ გუნდს გულიაშვილის დამატება სურს: სარაევო მილიონ ევროს ითხოვს
საქართველოს ნაკრების ცენტრალური ფორვარდი, გიორგი გულიაშვილი ტიტულოვანი ბულგარული გუნდის ინტერესთა სფეროშია.
კონკრეტულად, 23 წლის ქართველი ფეხბურთელის დამატება ბულგარეთის 26-გზის ჩემპიონს, "ლევსკის" სურს. დედაქალაქური გუნდი ქართველი ფეხბურთელის დამატებით სერიოზულად ინტერესდება. ამავე დროს, "სარაევოს" ქართველი ფეხბურთელისთვის მილიონი ევროს მიღება სურს, ბულგარელები კი დანებებას არ აპირებენ.
"სარაევოს" შემადგენლობაში, ბოსნიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში გიორგი გულიაშვილმა 17 მატჩში 12 გოლის გატანა და 4 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა, რა მაჩვენებლითაც საუკეთესო ბომბარდირია, მისი გუნდი კი სამეულში იმყოფება. ასევე, კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის 4 მატჩში მან კიდევ 1 გოლის გატანა შეძლო, ქვეყნის თასზე კი 2 მატჩში 2 გოლი შეაგდო.
"ლევსკი" ბულგარეთის ჩემპიონატში 21 ტურის შემდეგ დაგროვებული 46 ქულით მეორე პოზიციას იკავებს და ლიდერ "ლუდოგორეცს" 10 ქულით ჩამორჩება.