Belive

ტოკიოს გრანდ სლემი | ლუკა მაისურაძის ბადე ცნობილია!

2 კვირის წინ ქართული სპორტი
1 წთ

7-8 დეკემბერს, ტოკიო ძიუდოში წლის ბოლო შეჯიბრს უმასპინძლებს. პრესტიჟულ გრანდ სლემზე საქართველოს მხოლოდ ლუკა მაისურაძე წარადგენს, რომელიც ტრადიციულად 90 კგ. წონით კატეგორიაში იასპარეზებს.

კენჭისყრის შედეგად გაირკვა ბადე სადაც ლუკას მოუწევს ასპარეზობა. მაისურაძე ბადის ქვედა მხარესაა განთესილი და მასპინძელთა ოლიმპიურ ვიცე-ჩემპიონს, სანშირო მურაოს ფინალამდე არ ხვდება. პირველ ეტაპზე ქართველი მსოფლიო ჩემპიონი ისვენებს, მერვედფინალში ლუკას მეტოქე იაპონელ ტოკუმოჩისა და ტაჯიკ რაჯაბოვს შორის გამარჯვებული იქნება, მეოთხედფინალში გასვლის შემთხვევაში კი ლუკას მეტოქე ესტონელ კალიულაიდსა და ქუვეითელ ალ სალმანს შორის გამარჯვებული იქნება.

ნახევარფინალში სავარაუდო მეტოქეთაგან შეგვიძლია ბრაზილიელი რაფაელ მასედო გამოვყოთ.

ტოკიოს გრანდ სლემი 1978 წლიდან იმართება და ქართველმა ძიუდოისტებმა მისი მოგება სულ სამჯერ მოახერხეს - 1982 წელს დავით ბოდაველმა, 2015 წელს ავთანდილ ჭრიკიშვილმა, ხოლო 2019 წელს ბექა ღვინიაშვილმა ოქროს მედლები დაისაკუთრეს.

სხვა სტატიები