ლუკა მაისურაძე ტოკიოს გრანდ სლემის ვიცე-ჩემპიონია | VIDEO
1 კვირის წინ
სხვა
1 წთ
ლუკა მაისურაძემ ტოკიოს გრანდ სლემზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. ქართველი ძიუდოისტი ფინალში იაპონელ სანშირო მურაოსთან დამარცხდა.
აღსანიშნავია, რომ ლუკა IJF-ს ტურს ზუსტად 1 წლის შემდეგ დაუბრუნდა და მხოლოდ ის იცავდა საქართველოს ნაკრების ღირსებას.
შეგახსენებთ, რომ ლუკამ ბოლოს 2023 წლის დეკემბერში სწორედ ტოკიოს გრანდ სლემზე იასპარეზა, სადაც ფინალში სანშირო მურაოსთან დამარცხდა.