Belive

ლაშა ბექაური წლის საუკეთესო ძიუდოისტობისთვის იბრძვის | ხმის მიცემა დაიწყო

1 კვირის წინ სხვა
1 წთ

საქართველოს ეროვნული ნაკრების 24 წლის ძიუდოისტი და 2-გზის ოლიმპიური ჩემპიონი - ლაშა ბექაური, წლის საუკეთესო ძიუდოისტის ტიტულისთვის იბრძვის.

IJF-მა სხვადასხვა ნომინაციაში საუკეთესოები დაასახელა, თუმცა არცერთ ნომინაციაში ქართველები არ იღებენ მონაწილეობას, გარდა წლის საუკეთესო მამაკაცი ძიუდოისტისა.

წლის საუკეთესო მამაკაცი ძიუდოისტის ნომინაციაში, ლაშა ბექაურის გარდა შემდეგი სპორტსმენები იბრძოლებენ.

  • ჰიფუმი აბე (იაპონია)

  • ჰიდაიატ ჰეიდაროვი (აზერბაიჯანი)

  • იელდოს სმეტოვი (ყაზახეთი)

  • ტაკანორი ნაგასე (იაპონია)

  • ზელიმ კოტსოიევი (აზერბაიჯანი)

  • ტედი რინერი (საფრანგეთი)

ხმის მიცემის წესები

  • ხმის მიცემა 10 დეკემბერს დაიწყო და ზუსტად 1 თვეში, 10 იანვარს დასრულდება.

  • https://judotv.com/awards#vote-now - დააჭირეთ ლინკს, გადადით საიტზე, გაიარეთ რეგისტრაცია, იპოვეთ "Male Judoka of the Year" და ამის შემდეგ გააკეთეთ თქვენი არჩევანი.

  • ხმის მიცემა ყველა ადამიანს, მხოლოდ ერთხელ შეუძლია.

სხვა სტატიები