Belive

ტირანას მწვრთნელი: "ტორპედო ხარისხიანი და ძალიან ძლიერი გუნდია"

1 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

"ტირანას" მთავარმა მწვრთნელმა, ბლედი შკემბიმ, უეფას ევროპის კონფერენს ლიგის შესარჩევ ეტაპზე, ქუთაისის "ტორპედოსთან" მოახლოებული შეხვედრის შესახებ ისაუბრა.

"რა თქმა უნდა, "ტორპედოს" ისე დავაკვირდით, როგორც მათ შეგვისწავლეს. ჩვენ ვნახეთ არა მხოლოდ კარგი შემადგენლობა, რომელიც ქუთაისურ გუნდს ჰყავს, არამედ ახალი, ხარისხიანი დანამატები, განსაკუთრებით გასულ თვეში.

"ტორპედოს" ანალოგიურად, გასულ პერიოდში ჩვენც ბევრი ფეხბურთელი შევცვალეთ. გვჯერა, რომ სწორი ნაბიჯები გადავდგით. ვიცით, რომ ხარისხიანი და ძალიან ძლიერი მეტოქე გვყავს, მაგრამ ფეხბურთში იმედი ყოველთვის არსებობს და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მოლოდინები გავამართლოთ.

რაც შეეხება ტაქტიკას, ვფიქრობ, რომ ფეხბურთში ძალიან მნიშვნელოვანია მაქსიმუმის გაცემა, სურვილი, სირბილი და დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფეხბურთელები ამას გააკეთებენ. თითოეული ბურთის დაუფლებისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, ყველა დუელში უნდა ვიბრძოლოთ და თუ ამას კარგად გავაკეთებთ, შეტევაში წარმატებით თამაშსაც შევძლებთ", - თქვა ალბანელმა სპეციალისტმა.

ქუთაისის "ტორპედო" ალბანურ "ტირანას" რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე 11 ივლისს უმასპინძლებს. მატჩი თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები