კიოლნის მწვრთნელი: "ბუდუ ზივზივაძე მაღალლი დონის თავდამსხმელია"
2 თვის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
გერმანიის მეორე ბუნდესლიგის მეშვიდე ტურში, ლიდერის პოზიციაში მყოფი "კარლსრუე" ელიტარული დივიზიონიდან წინა სეზონის შემდეგ დაბრუნებულ "კიოლნს" შეხვდება.
მატჩის წინ, კიოლნის მთავარმა მწვრთნელმა, გერჰარდ შტრუბერმა, მეტოქე გუნდის ქართველ თავდამსხმელზე, ბუდუ ზივზივაძეზე ისაუბრა.
"ამ ჩემპიონატში ბუდუ ზივზივაძე ერთ-ერთი ის ფეხბურთელია, რომელიც განსხვავებას ქმნის. გოლის გასატანად მას ბევრი მომენტი არ სჭირდება და ამ კომპონენტში ძალიან მაღალ დონეს აჩვენებს. ბუდუ ზივზივაძეს ასევე შეუძლია, რომ თავისი თანაგუნდელები კარგ პოზიციაზე გაიყვანოს. უნდა შევეცადოთ, რომ მას და მის თანაგუნდელებს სივრცეები არ დავუტოვოთ", - ამბობს "კიოლნის" ავსტრიელი მწვრთნელი.
30 წლის თავდამსხმელმა, ახალი სეზონის სტარტზე ყველა ტურნირზე 7 მატჩში 7 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა, რაც შეეხება მის გუნდს, "კარლსრუე" ჩემპიონატში წაუგებლად ლიდერობს და შემდეგ მატჩს "კიოლნთან", 29 სექტემბერს ჩაატარებს.