ტირანას მწვრთნელი: "ტორპედო ჩვენზე ძლიერი გუნდია, ვფიქრობ შანსები თანაბარია"
5 თვის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
უეფას ევროპის კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ქუთაისის "ტორპედოსთან" საპასუხო შეხვედრის წინ, ალბანური "ტირანას" მთავარმა მწვრთნელმა, ბლედი შკენდიმ, კომენტარი გააკეთა.
"ვფიქრობ პირველ მატჩში კარგი თამაში ვაჩვენეთ. იმის გათვალისწინებით, რომ ახალი ფეხბურთელები გუნდში ადაპტაციის პროცესს გადიან, თამაშით კმაყოფილი ვარ.
ძლიერი მეტოქე გვყავს და მათთან გამარჯვების მოსაპოვებლად მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ. გაუჩერებლად ვიმუშავოთ, ძალები არ დავზოგოთ, გვჯეროდეს ჩვენი წარმატების და მიმაჩნია, რომ ასეთ შემთხვევაში ყველაფერი გამოგვივა. ვფიქრობ, შანსები 50/50-ზეა.
მინდა ხაზი გავუსვა, რომ მეტოქე ჩვენზე რამდენიმე ნაბიჯით წინ არის. მიუხედავად ამისა, ვეცდებით, რომ მოედანზე შექმნილი ჩამორჩენა შევამციროთ და წარმატებას მივაღწიოთ", - ამბობს ალბანელი სპეციალისტი.
ქუთაისის "ტორპედო" ალბანურ "ტირანას" 18 ივლისს სტუმრად შეხვდება. მატჩი თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.