Belive

ლევან კორღალიძე: "მალმიოსთან ხარვეზები გვქონდა, რომლის გამოსწორებასაც ლევადიასთან შევეცდებით"

4 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

იბერია 1999-ს მთავარი მწვრთნელი, ლევან კორღალიძე უეფას კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საწყის მატჩში ესტონურ ლევადიასთან მატჩის წინ საუბრობს.

"შანსებზე საუბარს ყოველთვის თავს ვარიდებ. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ძალიან ძლიერი მეტოქე გვყავს და ჩვენც შესაბამისად ვემზადებით. ვფიქრობ, ამ მატჩს მაქსიმალურად მომზადებულები ვხვდებით, შანსებზე არ ვისაუბრებ, მაგრამ იმედს გამოვთქვამ, რომ ორმატჩიან დუელში ისეთ შედეგს დავაფიქსირებთ, რომელიც გვსურს.

მალმიოსთან ჩვენი ხასიათის გამოვლენა ვერ მოვახერხეთ და გარკვეული ხარვეზები გვქონდა, რის გამოსწორებასაც უკვე ლევადიასთან შევეცდებით.

შემადგენლობაში ტრავმირებული ფეხბურთელი გვყავს, გიორგი ტაბატაძე, ასევე, გიზი მამაგეიშვილი წითელი ბარათის გამო მიღებული დისკვალიფიკაციის შემდეგ ამ მატჩს ტოვებს. თითოეული ფეხბურთელი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ შევეცდებით, რომ არსებული რესურსით, რომელსაც ძალიან ვენდობით, იმ შედეგს მივაღწიოთ, რომელიც გვსურს", - ამბობს ლევან კორღალიძე.

საქართველოს მოქმედი ჩემპიონი ლევადიასთან საწყის მატჩს 23 ივლისს, სტუმრად გამართავს. მატჩი თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები