თელ-ავივის გრანდ სლემი, რომელიც დღეს, 20 თებერვალს მიმდინარეობს, დასასრულს მიუახლოვდა.
ბოლო საშეჯიბრო დღეს საქართველოს ნაკრების სახელით 6 სპორტსმენი ასპარეზობდა, საიდანაც 6-ვე ფინალურ ბლოკში იჭიდავებს და მედლებისთვის იბრძოლებენ.
-90 კგ
-90 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს ბექა ღვინიაშვილი, რომელიც აზერბაიჯანელ - მამმადილ მეჰდიევს დაუპირისპირდება.
რაც შეეხება ლაშა ბექაურს, ლაშამ ნახევარფინალური ბრძოლა სლოვაკი მებრძოლის წინააღმდეგ წარმატებით ჩაატარა და ფინალში გავიდა, სადაც ოქროს მედლისთვის ბრძოლასი, წარმოშობით ქართველს, ესპანეთის სახელით მოასპარეზე - ნიკოლოზ შერაზადიშვილს დაუპირისპირდება.
-100 კგ
-100 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში, ერთმანეთს დაუპირისპირდებიან ქართველები: ილია სულამანიძე და ონისე სანებლიძე.
+100 კგ
ყველაზე მძიმე წონაში კი, ნახევარფინალური დაპირისპირება ქართველებს შორის შედგა, სადაც გურამ თუშიშვილს გელა ზაალიშვილმა აჯობა. გურამ თუშიშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს, სადაც იგი ბელარუსის წარმომადგენელ - ალიქსანდრ ვახავიაკს დაუპირისპირდება.
რაც შეეხება გელა ზაალიშვილს, გელა ოქროს მედლისთვის ბრძოლაში რუს - თამერლან ბაშაევს შეხვდება.
ფინალური ბლოკი თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.