Belive

თბილისის გრან პრიზის საფინალო დღე: ოქრო, ვერცხლი და 2 ბრინჯაო

5 წლის წინ ქართული სპორტი
3 წთ
თბილისში დასრულდა ძიუდოში ყოველწლიური გრან პრი. ბოლო დღეს საქართველოს ნაკრებმა 4 მედალი მოიპოვა.

-90 კგ

-90 კგ. წონით კატეგორიაში იასპარეზეს ბექა ღვინიაშვილმა, გიორგი პაპუნაშვილმა, ავთანდილ ჭრიკიშვილმა და უშანგი მარგიანმა. სამწუხაროდ პირველივე ბრძოლაში დამარცხდნენ ავთანდილ ჭრიკიშვილი და უშანგი მარგიანი, ხოლო ბექა ღვინიაშვილი და გიორგი პაპუნაშვილმა პირველი ბრძოლები წარმატებით იასპარეზეს და ერთმანეთს 1/2 ფინალში შეხვდნენ, სადაც გიორგი პაპუმაშვილმა ბექა ღვინიაშვილი დაამარცხა და ფინალში გავიდა. ბექა ღვინიაშვილმა საქართველოს ნაკრებს ბრინჯაოს მედალი მოუპოვა, მან მესამე ადგილისთვის ბრძოლაში სერბი - ნემანია მაიდოვი დაამარცხა. რაც შეეხება გიორგი პაპუაშვილს, ქართველი ფალავანი ფინალში კუბელ - ივან ფელიპე სილვა მორალეშს დაუპირისპირდა და დამატებით დროში დამარცხდა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ გიორგი პაპუნაშვილმა ზედიზედ მეორედ მოახერხა თბილისის გრან პრიზზე ვერცხლის მედლის მოპოვება. საბოლოოდ -90 კგ. წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრებმა 2 სინჯის მედალი მოიპოვა: ვერცხლი - გიორგი პაპუნაშვილი და ბრინჯაო - ბექა ღვინიაშვილი.

-100 კგ

-100 კგ. წონით კატეგორიაში საქართველოს სახელით იასპარეზეს ლაშა ტაველურმა, გიორგი ბერიაშვილმა, ონისე სანებლიძემ და გიორგი ჩიქოვანმა. ოთხივე ფალავანმა პირველი ბარიერი მარტივად დაძლია, თუმცა ლაშა ტაველურის გარდა 1/4 ფინალში გასვლა ვერცერთმა ვერ შეძლო. ლაშა ტაველური 1/4 ფინალში იტალიელ - ჯულიანო ლოპორჩიოსთან დამარცხა და დამამშვიდებელ ეტაპზე გადაერთო, სადაც იგი ფრანგ - სედრიჩ ოლივართან დამარცხა. საბოლოოდ -100 კგ. წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრები უმედლოდ დარჩა.

+100 კგ

+100 კგ. წონით კატეგორიაში საქართველოს სახელით ონისე ბუღაძემ, ლევან მატიაშვილმა, ადამ ოქრუაშვილმა და გელა ზაალიშვილმა იასპარეზეს. პირველი ეტაპის დაძლევა ყველა ფალავანმა მარტივად შეძლო. ონისე ბუღაძემ 1/4 ფინალში მარცხი უძლიერეს ჰოლანდიელთან - როი მეიერთან განიცადა და დამამშვიდებელ ეტაპზე გადაერთო, სადაც მან ბელარუსი - ვლადისლავ ციაპირსკი დაამარცხა და ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში იასპარეზა, სადაც მისი მეტოქე ასევე ქართველი - გელა ზაალიშვილი იყო. ქართული 1/4 ფინალის შემდეგ, სადაც ადამ ოქრუაშვილი ლევან მატიაშვილს დაუპირისპირდა და დამარცხა, ასევე ქართული 1/2 ფინალი შედგა, სადაც ლევან მატიაშვილმა გელა ზაალიშვილის ბარიერიც წარმატებით გაიარა და ფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე ბელარუსი - ალექსანდრ ვახავიაკი იყო. ლევანმა წარმატებით გაიარა ბელარუსული ბარიერი და თბილისის გრან პრის გამარჯვებული მეორედ გახდა (პირველად 2015 წელს). საბოლოოდ +100 კგ. წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრებმა 2 სინჯის მედალი მოიპოვა: ოქრო - ლევან მატიაშვილი და ბრინჯაო - ონისე ბუღაძე.

სხვა სტატიები