ყაზახეთის გრანდ სლემი - საქართველოს ნაკრები 12 სპორტსმენით იასპარეზებს | შემადგენლობა
1 წლის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
16-18 ივნისს, ყაზახეთის დედაქალაქი ასტანა, ძიუდოს საერთაშორისო შეჯიბრს - ყაზახეთის გრანდ სლემს უმასპინძლებს.
შეჯიბრზე საქართველოს ნაკრები 12 სპორტსმენით იასპარეზებს, საიდანაც ძირითადი ბირთვი ახალგაზრდებით არის დაკომპლექტებული, თუმცა ყაზახეთში საქართველოს ნაკრების გამოცდილ წევრებსაც ვიხილავთ.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა
66 კგ: გიორგი თუთაშვილი, ლაშა ნადირაძე
73 კგ: კოტე კაპანაძე, გიორგი ტერაშვილი
81 კგ: დიმიტრი გოჩილაიძე, ზაურ დვალაშვილი
90 კგ: ვლადიმირ ახალკაცი, ბაქარ ერაშვილი
100 კგ: ბექა ღვინიაშვილი, გიორგი ბერიაშვილი
+100 კგ: გურამ თუშიშვილი, საბა ინანეიშვილი.
შეგახსენებთ, რომ ყაზახეთის გრანდ სლემზე 100 კგ წონით კატეგორიაში, დიდი პერიოდის შემდეგ ბექა ღვინიაშვილი ბრუნდება.