Belive

თემურ ქეცბაია: "ჩვენი გუნდი პირველი ტაიმის შემდეგ კონცენტრაციას ხშირად კარგავს"

6 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

უეფას ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში, საქართველოს ნაკრებმა კვიპროსის ეროვნული გუნდი დიდი ანგარიშით - 4:0 დაამარცხა.

მატჩის დასრულების შემდეგ, სტუმარი გუნდის ქართველმა მთავარმა მწვრთნელმა, თემურ ქეცბაიამ კომენტარი გააკეთა.

"არ ვიცი რა ვთქვა, რა მოხდა პირველი ტაიმის შემდეგ?! მეორე ტაიმის დასაწყისში გოლი გავუშვით, რამაც ფსიქოლოგიურად გაგვტეხა. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ასე ხდება. გუნდი ხშირად 45 წუთის ან ერთი საათის განმავლობაში კარგად თამაშობს, მაგრამ შემდეგ კონცენტრაციას კარგავს.

საქართველოსთან პირველ მატჩშიც და დღეს პირველ ნახევარშიც მეტს ვიმსახურებდით, გოლის გატანა შეგვეძლო, მაგრამ მომენტების რეალიზება ვერ შევძელით. ეს ჯგუფი ჩვენთვის კოშმარული აღმოჩნდა.

გასაგებია, რომ ფეხბურთელები ახალგაზრდები არიან და ინდივიდუალურად ბევრის დამტკიცება სურთ, მაგრამ მათ იმის მითითება არ უნდა სჭირდებოდეთ რომ უნდა ირბინონ. 

ორივე ტაიმი იდენტურად დავიწყეთ, მაგრამ მეორე ნახევრის სტარტზე გოლი გავუშვით, რა მონაკვეთის შემდეგ, კიდევ ერთი ბურთი მივიღეთ. სავარაუდოდ, ამის მიზეზი ის არის, რომ ჩვენი ფეხბურთელების უმეტესობა კვიპროსის ჩემპიონატში არ თამაშობს. ასეთ დონეზე კი უფრო მეტია საჭირო.

როგორც ფეხბურთელი, ასევე მწვრთნელი ამბიციური ვარ და ჩემთვის ამ ყველაფრის გადატანა მარტივი არ არის, მაგრამ მაშინ იმ შემთხვევაში უნდა წავსულიყავი, როცა გავიგე, რომ ეს შესარჩევი ჯგუფი გვექნებოდა. მაშინაც, იმაზე ვსაუბრობდით, რომ ჩვენ აქცენტი ერთა ლიგაზე უნდა გაგვეკეთებინა. არ მინდა, რომ ხალხმა ჩვენი გუნდი მხოლოდ მეორე ტაიმის შედეგით შეაფასოს. გვყავს რამდენიმე ფეხბურთელი, რომლის დამატების შემდეგაც მეტი რესურსი გვექნება. - თქვა ქართველმა სპეციალისტმა

საქართველოს ნაკრებმა ოქტომბრის თვეში ორი მატჩი გამართა, ორივე მოიგო, 12 გოლი გაიტანა და არცერთი გაუშვა. შემდეგი შეხვედრა ჩვენს ნაკრებს 16 ნოემბერს, "დინამო არენაზე", შოტლანდიის წინააღმდეგ ელოდება.

სხვა სტატიები