თელავმა კიდევ 4 ფეხბურთელი დაიმატა
სამი ლეგიონერი კახური გუნდის მაისურს სადებიუტოდ მოირგებს, საუბარი, სიმოა ჯუნიორზე (გვინეა-ბისაუელი მცველი), მატეო ფერნანდესზე (ეკვადორელი ნახევარმცველი) და მიხაილ სტერლინკზეა (რუსი ნახევარმცველი), რაც შეეხება ფირუზ მარაქველიძეს, ის "თელავში" აქამდეც, არაერთი სეზონის განმავლობაში თამაშობდა.
თელაველები ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარას აქტიურად იყენებენ და გუნდის განახლებაზე მუშაობენ, აქამდე მათ ძველი კაპიტანი, ანტონ თოლორდავა და ჰაიტელი თავდამსხმელი, ჟონელ დეზირე დაიბრუნეს, ასევე მალელი ნახევარმცველი, სიდიკი ტრაორე, ნიგერიელი თავდამსხმელი, ოჯეტუნდე ოლაოლუვა და ორი ბრაზილიელი შუახაზელი, ანდრე მენსალაო და ჯორჯ პიტბული.
"თელავმა" საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მერვედფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა, სადაც თბილისის "ლოკომოტივს" შეხვდება. რაც შეეხება ჩემპიონატს, ეროვნულ ლიგაში ჩატარებული 18 ტურის შემდეგ გუნდი მეცხრე პოზიციაზე იმყოფება. ეროვნული ლიგის სეზონის მეორე ნახევარს "კახელები" "იბერია 1999-სთან" შეხვედრით გააგრძელებს. მატჩი თბილისში 4 აგვისტოს გაიმართება.