Belive

გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერი: ვალენსია ლივერპულს ულტიმატუმს უყენებს

4 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრების მეკარის, გიორგი მამარდაშვილის პოტენციურ ტრანსფერთან დაკავშირებით მორიგი სიახლე ვრცელდება.

კონკრეტულად, სხვადასხვა ესპანური გამოცემების ინფორმაციით, ქართველი მეკარის დამატების სანაცვლოდ "ვალენსია" "ლივერპულისგან" სულ მცირე 40 მილიონი ევროს მიღებას ითხოვს. სხვა შემთხვევაში, ესპანელები ტრანსფერის განხორციელებისგან თავს შეიკავებენ.

ამავე დროს საქმეში "მანჩესტერ იუნაიტედიც" ერთვება. dailyrecord-ის ცნობით, ერიკ ტენ ჰააგის გუნდმა შესაძლებელია თავის პრინციპულ მეტოქეს გეგმები შეუცვალოს და კონკრეტული სვლით, გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერი თავად განახორციელოს.

23 წლის ქართველი მეკარის ტრანსფერთან დაკავშირებით გადამწყვეტი ინფორმაცია უახლოეს დღეებში უნდა გახდეს ცნობილი. 2024 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა 1 სექტემბერს იხურება.

გიორგი მამარდაშვილმა "ვალენსიასთან" ერთად 2024/25 წლების სეზონი უკვე დაიწყო და ლა ლიგის გახსნით ტურში "ბარსელონასთან" (1:2) ითამაშა. შემდეგი მატჩი "ვალენსიამ" ვიგოს "სელტასთან" სტუმრად, 23 აგვისტოს უნდა გამართოს. შეხვედრა თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები