ლუკა ლოჩოშვილი: "ტრადიცია არ უნდა დავარღვიოთ და მორიგი გადამწყვეტი მატჩი მოვიგოთ"
1 თვის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველი, ჩეხეთთან უმნიშვნელოვანესი შეხვედრის წინ საუბრობს.
"ჯგუფი ჩეხეთის ნაკრებთან დამაჯერებელი გამარჯვებით დავიწყეთ, მაგრამ ამის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. ჩვენი მეტოქე საშინაო კედლებში თამაშობს და რთული მატჩის მოლოდინი გვაქვს.
ხვალ ქართული ფეხბურთისთვის უმნიშვნელოვანესი დღეა. მინდა საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებსაც წარმატება ვუსურვო. იმედი მაქვს, რომ წარმატებას ერთად ვიზეიმებთ.
ქართველ ფეხბურთელებსა და ქომაგებს შორის განსაკუთრებული ურთიერთობა არსებობს და იმედი მაქვს, რომ ყველაფერი ასე გაგრძელდება.
როგორც ცენტრალური მცველის, ისე მარცხენა ფლანგის მცველის პოზიციაზე თამაში მიწევს. არ აქვს მნიშვნელობა, სად ვითამაშებ, მთავარია, რომ ნაკრებში თამაშის შესაძლებლობა მაქვს და მოედანზე იმისთვის გამოვდივარ, რომ გუნდს შედეგის მიღწევაში მაქსიმალურად დავეხმარო.
გამოცდილება დავაგროვეთ. ყველა ფეხბურთელი ვიაზრებთ, რომ ასეთი გადამწყვეტი მატჩების თამაში არის ის, რაც შეგვიძლია ვინატროთ. განვითარება და წინსვლა გვსურს, იმედია, ტრადიციას არ დავარღვევთ და A ლიგაში ასვლას შევძლებთ" - ამბობს ლუკა ლოჩოშვილი.
საქართველოს ნაკრები ჯგუფის მოგებას ჩეხეთში გასამართი მატჩით 19 ნოემბერს შეეცდება. შეხვედრა თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.