Belive

თელავმა კაპიტანი და კიდევ 5 ფეხბურთელი დაიმატა

4 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ეროვნული ლიგის წარმომადგენელმა "თელავმა" სეზონის მეორე ნახევრის დაწყების წინ შემადგენლობის გაძლიერებაზე ზრუნვა დაიწყო და ახალწვეულები წარადგინა.

ქართული გუნდის შემადგენლობაში ძველი კაპიტანი, ანტონ თოლორდავა და ჰაიტელი თავდამსხმელი, ჟონელ დეზირე დაბრუნდნენ, მათ გარდა კი, თელაველებმა მალელი ნახევარმცველი, სიდიკი ტრაორე, ნიგერიელი თავდამსხმელი, ოჯეტუნდე ოლაოლუვა და ორი ბრაზილიელი შუახაზელი, ანდრე მენსალაო და ჯორჯ პიტბული დაიმატეს.

თელავი საქართველოს ეროვნულ ლიგაში ჩატარებული 2 წრისა და 18 ტურის შემდეგ დაგროვებული 17 ქულით მეცხრე პოზიციაზეა. კახური გუნდი შემდეგ მატჩს ჩემპიონატის განახლების შემდეგ, 3 აგვისტოს, "იბერია 1999-სთან" გამართავს. მატჩი 16:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები