Mundo Deportivo: "მამარდაშვილის ბარსელონაში ტრანსფერის შანსი არსებობდა"
2 თვის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
საქართველოს ნაკრების მეკარე, გიორგი მამარდაშვილი მომავალი წლის ზაფხულიდან კარიერას "ლივერპულში" გააგრძელებს, მაგრამ როგორც ირკვევა, არსებობდა შანსი, რომ ის "ბარსელონაში" გადასულიყო.
პოპულარული კატალონიური მედია საშუალება Mundo Deportivo "ბარსელონას" მეკარის პოზიციაზე მარკ ანდრე ტერ შტეგენის ტრავმით გამოწვეულ პრობლემებზე და მოგვარების გზებზე საუბრობს. სტატიაში აღნიშნულია, რომ ორი კანდიდატი, რომელსაც ამ დანაკლისის შევსება შეუძლიათ, "პორტუს" მეკარე, დიოგუ კოშტა და გიორგი მამარდაშვილი არიან.
"გიორგი მამარდაშვილი დიოგუ კოშტასთან ერთად ყველაზე სასურველი კანდიდატია, უბრალოდ მან გასული წლის ზაფხულში "ლივერპულთან" კონტრაქტი გააფორმა. იჯარის წესით ის კვლავ "ვალენსიაში" ითამაშებს, შემდეგი წლის ზაფხულში კი ინგლისურ გრანდს შეუერთდება. მამარდაშვილის "ბარსელონაში" გადასვლასთან დაკავშირებით გარკვეული მინიშნებები არსებობდა, მაგრამ კატალონიელთა ფინანსურმა მდგომარეობამ და ტერ შტეგენისადმი გამოცხადებულმა ნდობამ აიძულა ისინი, რომ ამ ტრანსფერზე უარი ეთქვათ", - წერს Mundo Deportivo.
გიორგი მამარდაშვილმა 2024/25 წლების სეზონში, ლა ლიგის საწყის 7 ტურში მიიღო მონაწილეობა და აქედან ორჯერ კარის მშრალად შენახვა მოახერხა.