ეროვნული ლიგა გაიხსნა - მოქმედმა ჩემპიონმა გამარჯვებით დაიწყო
2 დღის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
საქართველოს ჩემპიონატის პირველი ტური "იბერია 1999"-სა და "თელავის" მატჩით გაიხსნა. მოქმედმა ჩემპიონებმა თელაველებს საკუთარ მოედანზე უმასპინძლეს და 2:0 დაამარცხეს.
შეხვედრის მე-20 წუთზე სტუმრები 10 კაცით დარჩნენ. უხეში თამაშის შემდეგ, მსაჯმა მოედნიდან ფირუზ გაბიტაშვილი გააძევა, დაშავებული გიორგი ქობულაძე სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს, მას მუხლზე ქაცვებისგან მიღებული ჭრილობის გაკერვა დასჭირდა.
ანგარიში მეორე ტაიმის მეორე წუთზე გაიხსნა, ჩემპიონატის პირველი გოლი გიზო მამაგეიშვილის ანგარიშზეა. მასპინძლება უპირატესობა 75-ე წუთზე გაზარდეს, გოლი ქობულაძის ნაცვლად შემოსულმა გიორგი ტაბატაძემ გაიტანა.