Belive

თბილისის გრანდ სლემი: დღე I - ტატამზე 16 ქართველ ფალავანს ვიხილავთ

9 თვის წინ ქართული სპორტი
6 წთ

და აი დადგა ის დიდებული კვირა, რომელსაც დიდი ხანი ველოდით. დღეს, 21 მარტს საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ისტორიულ მატჩს გამართავს ლუქსემბურგის წინააღმდეგ, ხვალ, 22 მარტს კი თბილისის გრანდ სლემი აიღებს სტარტს, რომელიც 24 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.

პირველ საშეჯიბრო დღეს, ანუ 22 მარტს, საქართველოს დროშის ქვეშ 16 სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას.

60 კგ

60 კგ წონით კატეგორიაში, საქართველოს ნაკრების ღირსებას: გიორგი სარდალაშვილი, ირაკლი კუპატაძე, თომა გელაშვილი და ლუკა მოდებაძე დაიცავენ.

გიორგი სარდალაშვილი A ბადეში განთესილია, შესაბამისად ასაპრეზობას მეორე ეტაპიდან იწყებს, სადაც მისი მეტოქე, ყაზახი - დაურენ სიუკენოვი იქნება. მისი დამარცხების შემთხვევაში კი, გიორგი სარდალაშვილი, წარმოშობით ქართველ, ავსტრიის ნაკრების სახელით მოასპარეზე - ვაჩე ადამიანსა და ტაჯიკ - მუჰამადსოლე ქუვატოვს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

B ბადეში იღებს მონაწილეობას ირაკლი კუპატაძე, რომელიც პირველ ეტაპზე, ბერძენ - კრისტოს პინტსისს შეხვდება, მისი დამარცხების შემთხევაში კი მისი მეტოქე, აზერბაიჯანელი - თურან ბაირამოვი იქნება.

C ბადეში იასპარეზებს თომა გელაშვილი, რომელიც წარმოშობით ქართველ, ნიდერლანდების სახელით მოასპარეზე - თორნიკე ჭკადუას შეხვდება.

D ბადეში მონაწილეობას მიიღებს - ლუკა მოდებაძე, რომელიც განუთესავია და ასპარეზობას პირველივე ეტაპიდან დაიწყებს. ლუკას მეტოქე კოლუბიელი - იოგან როხასი იქნება, მისი დამარცხების შემთხვევაში კი იგი ყაზახ - ნურკანატ სერიკბაიევს დაუპირისპირდება.

66 კგ

60 კგ წონითი კატეგორიის მსგავსად, 66 კგ წონით კატეგორიაშიც 4 წარმომადგენელი გვეყოლება: ვაჟა მარგველაშვილი, გიგი ოტიაშვილი, თორნიკე მაზიაშვილი და თენგო ზირაქაშვილი.

A ბადეში ასპარეზობას იწყებს გიგი ოტიაშვილი, რომელიც განუთესავი იქნება და იგი აზერბაიჯანელ - რუსლან პაშაიევს დაუპირისპირდება, მისი დამარცხების შემთხევაში კი ისრაელის წარმომადგენელ - ტალი ფლიკერს შეხვდება.

B ბადეში დაიწყებს ასპარეზობას თორნიკე მაზიაშვილი, რომელიც კუბელ - ორლანდო პოლანკოს შეხვდება, მისი დამარცხების შემთხვევაში კი თურქმენ - ჰეკიმ აჰამამედოვს დაუპირისპირდება.

C ბადეში მიიღებს მონაწილეობას ვიცე-ოლიმპიური ჩემპიონი - ვაჟა მარგველაშვილი, რომელიც განთესილია და მეორე ეტაპიდან იწყებს ასაპრეზობას, სადაც კოლუმბიელ - ხუან ჰერნანდეზს შეხვდება. კოლიმბიური ბარიერის დაძლევის შემთხვევაში კი, მისი მეტოქე, ნეიტრალური დროშის ქვეშ მოასპარეზე - ივან ჩერნიხი იქნება.

D ბადეში იასპარეზებს თენგო ზირაქაშვილი, რომელიც განთესილია და მეორე ეტაპზე, ესპანელ - კარლოს სოტილო გომესს შეხვდება.

48 კგ

გადავინაცლოთ გოგონათა წონით კატეგორიებზე და დავიწყოთ ყველაზე მსუბუქი წონით. 48 კგ წონით კატეგორიაში 2 სპორტსმენი გვეყოლება: თამარ გიგოლაევი და ჯულიეტა როდონაია.

ორივე ქართველი განუთესავია, შესაბამისად ასპარეზობაში პირველივე ეტაპიდან ერთვებიან. ჯულიეტა როდონაია ბრაზილიელ - ნატაშა ფერეირას შეხვდება, ბრაზილიური ბარიერის დაძლევის შემთხვევაში კი მისი მეტოქე, ესპანელი - მირეია ლაპუერტა კომასი იქნება.

რაც შეეხება თამარ გიგოლაევს, იგი ჩინელ - ზონგინგ გუოს დაუპირისპირდება, მისი დამარცხების შემთხვევაში კი, გერმანელ - კატრინა მენცს შეხვდება.

52 კგ

52 კგ წონით კატეგორიაში, საქართველოს ნაკრების ღირსებას 3 ფალავანი დაიცავს: თამარ სუხიტაშვილი, მარიამ ფოცხვერაშვილი და ელენე წიკლაური.

პირდაპირ რომ ვთქვათ, წილისყრაში ძალიან არ გაუმართლა თამარ სუხიტაშვილს, რომელიც A ბადეში განთესილია და ასპარეზობას ნიდერლანდელ - ნაომი ვან კრეველთან იწყებს. ნიდერლანდელ მეტოქესთან გამარჯვების შემთხვევაში კი, მისი მეტოქე, ოლიმპიური ჩემპიონი - დარია კრასნიქი იქნება.

B ბადეში განთესილია მარიამ ფოცხვერაშვილიც, რომელიც მეორე ეტაპზე სამხრეთ კორეელ - სეიუნ ჯანგს შეხვდება.

C ბადეში მიიღებს მონაწილეობას ელენე წიკლაური, რომელსაც გერმანელი მეტოქე - მაშა ბალჰაუსი ეყოლება.

57 კგ

52 კგ წონითი კატეგორიის მსგავსად, 57 კგ წონით კატეგორიაშიც 3 სპორტსმენი გვეყოლება: ეთერ ლიპარტელიანი, ნინო ლოლაძე და გვანცა მჭედლიშვილი.

A ბადეში განთესავია ნინო ლოლაძე, რომელიც პირველივე ეტაპზე, აზერბაიჯანელ - ასელია ტოპრაკს შეხვდება, გამარჯვების შემთხვევაში კი უძლიერეს კანადელს, 2-გზის მსოფლიო ჩემპიონს - კრისტა დეგუჩის დაუპირისპირდება.

B ბადეში იასპარეზებს ეთერ ლიპარტელიანი, რომელიც პირველი გრანდ სლემის ოქროს მედლის მოპოვებას შეეცდება. ეთერ ლიპარტელიანი განთესილია და ასპარეზობას მეორე ეტაპიდან იწყებს, სადაც მისი მეტოქე, გერმანელ - სეია ბალჰაუსსა და ნეიტრალური დროშის ქვეშ მოასპარეზე - ნატალია ელკინას შორის გამარჯვებული იქნება. ძიუდოს ექსპერტების აზრით, ეთერ ლიპარტელიანი B ბადის მთავარი ფავორიტია.

რაც შეეხება გვანცა მჭედლიშვილს, იგი ასპარეზობაში D ბადიდან ჩაერთვება და მისი მეტოქე ნეიტრალური დროშის ქვეშ მოასპარეზე - ირინა ზუევა იქნება. მეორე ეტაპზე გასვლის შემთხვევაში კი მისი მეტოქე, აზერბაიჯანელი - ფიდან ალიზადა იქნება.

წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 10:00, ფინალური ბლოკი კი 17:00 საათიდან დაიწყება.

სხვა სტატიები