სტივ მაკმანამანი: "მამარდაშვილის გადასვლის შემდეგ, ლივერპულმა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს"
1 თვის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
"ლივერპულის", "მანჩესტერ სიტის", მადრიდის "რეალისა" და ინგლისის ნაკრების ვეტერანმა შემტევმა ნახევარმცველმა, სტივ მაკმანამანმა, გიორგი მამარდაშვილის შესახებ ისაუბრა.
ინგლისელი ფეხბურთელი ამჟამად ანალიტიკურ გადაცემებში მონაწილეობას ხშირად იღებს, ახლა კი "ლივერპულის" მეკარის პოზიციაზე არსებული კონკურენციის შესახებ საუბრობს.
"იმის თქმა, რომ კელეჰერი "ლივერპულის" სათადარიგო მეკარეა, უკვე მისი მისამართით უპატივცემულობის ტოლფასია. რა თქმა უნდა, როცა ალისონი გუნდშია, ირლანდიელი მეორე ნომერი ხდება, თუმცა უკვე იმდენი კარგი მატჩი ჩაატარა, ერთმანეთთან შედარება შესაძლებელია.
"ლივერპულს" გაუმართლა, რომ ასეთი ახალგაზრდა და კარგი მეკარე ჰყავს, მაგრამ პრობლემები შემდეგ სეზონში დაიწყება. გუნდს გიორგი მამარდაშვილი შეუერთდება, რომელიც მეორე ნომერი ნამდვილად არ იქნება, რადგან ის ძალიან კარგი მეკარეა. ამ დროს გუნდს გარკვეული გადაწყვეტილებების მიღება მოუწევს", - ამბობს სტივ მაკმანამანი.
საქართველოს ნაკრების 23 წლის მეკარე "ლივერპულს" 2024/25 წლების სეზონის დასაწყისში უნდა შეუერთდეს, იქამდე გიორგი მამარდაშვილი იჯარით "ვალენსიაში" ითამაშებს.