Belive

სტალე სოლბაკენი: "მომენტების ეფექტური რეალიზება და გამარჯვება გვჭირდება"

1 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ნორვეგიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სტალე სოლბაკენმა საქართველოს ეროვნულ გუნდთან უეფას ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეხუთე ტურის ეგიდით გასამართი მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.

"უეფას ერთა ლიგიდან ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის შანსების გამოსაანგარიშებლად გამოთვლები მჭირდება, რაშიც ძლიერი არ ვარ. ამ ტურნირზე არ უნდა ვიფიქროთ. მხოლოდ იმაზე ვკონცენტრირდეთ, რომ მიმდინარე შესარჩევში ყველა მატჩის მოგება მოვახერხოთ და ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შანსი შევინარჩუნოთ.

დასკვნების გაკეთება რთულია. ამიტომ, თუ ერთა ლიგაზე ვიფიქრებთ, მაშინ ყველა მატჩში თავი უპირატესობაში მყოფად უნდა ჩავთვალოთ, რაც შეუძლებლად მიმაჩნია.

რამდენიმე მატჩი გვქონდა, რომელშიც გოლის გატანა ვერ მოვახერხეთ. ნათელია, რომ ამ მიმართულებით გაუმჯობესება და შეტევაში მომატება გვმართებს, მაგრამ რთული სათქმელია, კონკრეტულად რა უნდა გავაკეთოთ განსხვავებულად. თუ გავითვალისწინებთ ჩვენს მიერ ბოლო 12-დან 10 მატჩში შექმნილი მომენტების რაოდენობას, ეს სანაკრებო ფეხბურთში საშუალო მაჩვენებელს გაცილებით აღემატება. თუმცა უფრო მეტად ეფექტური უნდა გავხდეთ", - თქვა სტალე სოლბაკენმა. - თქვა სტალე სოლბაკენმა.

საქართველოსა და ნორვეგიის ნაკრებების მატჩი 11 სექტემბერს გაიმართება და თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები