სობოსლაი, კერკეზი და სხვები | უნგრეთის ნაკრების ლიდერებს პრობლემები აქვთ
1 კვირის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
საქართველოს ნაკრების მეტოქეს, უნგრეთის ეროვნულ გუნდს ტრავმიანობის პრობლემა აქვს. გუნდის მთავარი მწვრთნელი, მარკო როსე დებიუტანტებზე საუბრობს და მიანიშნებს, რომ მათ შესაძლებელია კაპიტანი, დომინიკ სობოსლაი შეცვალონ, რომელიც ნაკრებს ტრავმირებული შეუერთდა.
"ჩვენ მუდმივად ვაკვირდებით მათ თამაშს და ვფიქრობ, რომ სამივე დებიუტანტისთვის დადგა შესაბამისი მომენტი. აკუშ სენდრეი ძალიან კარგად შრომობს, მეტოქეებს წნეხში აქცევს და ვფიქრობ, მისი თამაში ჩვენთვის სასარგებლო იქნება.
იოჟეფ ურბლიკი მაშინ გავიცანი, როდესაც პუშკაშ აკადემიაში თამაშობდა. ადრე მისი გამოძახების შესაძლებლობა არ მქონია. ჩვენ შეგვიძლია მასზე, როგორც დომინიკ სობოსლაის შემცვლელზე, ისე ვიფიქროთ. რა თქმა უნდა, საკითხავია, როგორ აიღებს ის საერთაშორისო არენაზე რიტმს, როგორ მოერგება მატჩების ინტენსივობას და სწრაფ გარდასახვებს. მაგრამ ის კარგი ფეხბურთელია, რომელზეც ახლაც და მომავალშიც შეგვიძლია ვიყოთ დამოკიდებულნი, მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდა აღარ არის. ხოლო მილან პეტო არის მოძრავი, სწრაფი, ტექნიკური ფეხბურთელი.
დომინიკ სობოსლაიმ ბოლოს და ბოლოს ითამაშა, მოედანზე ოცდაათი წუთი გაატარა. იმისათვის, რომ პრემიერ ლიგაში ამდენი ხანი ითამაშო, ფიზიკურად ფორმაში უნდა იყო. დომინიკი კარგადაა", - ამბობს მარო როსი.
უნგრული მედიის ინფორმაციით, გუნდთან ერთად ვარჯიშის ნაცვლად, ინდივიდუალური პროგრამით ემზადებიან ლივრპულის კიდევ ერთი ფეხბურთელი, მილოშ კერკეზი და ბოლა ბენდეგეში.
საქართველოს ნაკრები ნოემბერში ორ შეხვდრას გამართავს: 14 რიცხვში უნგრეთთან საშინაო კედლებში, 17-ში კი სლოვაკეთის ქალაქ კოშიცეში უკრაინასთან.