Belive

გიორგი კვერნაძე ევროპის საუკეთესო დრიბლიორებს შორის მოხვდა

2 დღის წინ ქართული სპორტი
1 წთ

პოპულარული სტატისტიკური პლატფორმა WhoScored საინტერესო მონაცემებს აქვეყნებს.

ევროპის ტოპ 5 ლიგაში მიმდინარე სეზონში წარმატებული დრიბლინგების რაოდენობით საუკეთესო ხუთეულია გამოქვეყნებული.

იმ ფეხბრუთელებს შორის, რომლებმაც მიმდინარე სეზონში მინიმუმ 35 დრიბლინგი წარმატებულად შეასრულეს, საუკეთესო ხუთეულში საქართველოს ნაკრების შემტევი, გიორგი კვერნაძეც მოხვდა.

ხუთეული ასე გამოიყურება:

(ლაიფციგი) ბრაიან გრუდა — 70.6%

(მადრიდის რეალი) ჯუდ ბელინგემი — 69.8%

(მადრიდის რეალი) იან დიომანდე — 64.9%

(რომა) მატიას სულე — 63.6%

(ფროზინონე) გიორგი კვერნაძე — 61.2%

გიორგი კვერნაძეს ამ სეზონში ყველა ტურნირზე 12 მატჩში 5 გოლი აქვს გატანილი და 6 საგოლე პასი გაკეთებული.

სხვა სტატიები