Belive

სლოვაკეთში სლოვენიელები იმსაჯებენ | უკრაინა - საქართველოს არბიტრთა გუნდი ცნობილია

2 დღის წინ ქართული სპორტი
1 წთ

უეფას ერთა ლიგის 2026/2027 წლების სეზონის B დივიზიონის ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში, საქართველოს ნაკრები უკრაინას უნდა შეხვდეს.

მატჩის მთავარი არბიტრი სლოვენიელი, მარტინ მატოშა იქნება, გვერდითი მსაჯები მატეი ჟუნიჩი და ალექსანდარ კასაპოვიჩი, მოეთხე არბიტრი დავიდ სმაიჩი, VAR-ის ოთახში მომუშავე რეფერები კი ალენ ბოროშაკი და ასმირ საგრიკოვიჩი იქნებიან.

სლოვენიურ მსაჯთა გუნდის ხელმძღვანელი, ლუბლიანაში დაბადებული 31 წლის მარტინ მატოშა ახალგაზრდა არბიტრია, რომელსაც ქართულ ფეხბურთთან შეხება 2024 წელს, უეფას კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჰქონდა. კვიპროსში გამართულ შეხვედრაში, ომონიამ ქუთაისის ტორპედო 3:1 დაამარცხა, ქართული მხრიდან გოლის გატანა მომო იანსანემ მოახერხა, ხოლო ყვითელი ბარათები გიორგი მჭედლიშვილმა, ნიკოლა ნინკოვიჩმა, მერაბ გიგაურმა, მომო იანსანემ, ბიორნ იონსენმა და ნიკოლოზ სანდოხაძემ მიიღეს.

საქართველოსა და უკრაინის ნაკრებები ერთმანეთს 17 ნოემბერს, სლოვაკეთის ქალაქ კოშიცეში შეხვდებიან. მატჩი თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები