Sky Sport: "ბუდუ ზივზივაძე კარლსრუეს ბუნდესლიგისკენ მიუძღვება"
1 თვის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სპორტული მედია საშუალება Sky Sport საქართველოს ნაკრების ცენტრალურ თავდამსხმელზე, ბუდუ ზივზივაძეზე საუბრობს. სტატიაში ნათქვამია, რომ გერმანული "კარლსრუე" ბუნდესლიგისკენ მიმავალ გზაზეა შემდგარი, გამწევი ძალა კი სწორედ ქართველი ცენტრ-ფორვარდია.
"მიუხედავად იმისა, რომ წინა სეზონის შემდეგ გუნდი არაერთმა ფეხბურთელმა შეიცვალა, "კარლსრუე" 16-წლიანი პაუზის შემდეგ ბუნდესლიგაში დაბრუნებისკენ დაიძრა. უკვე 9 წელია, რაც გუნდს ასეთი კარგი შანსი არ ჰქონია და გულშემატკივრებშიც განცდა, რომ "კარლსრუე" ელიტაში დაბრუნდებოდა, არ არსებობდა. ახლა კი, გუნდი მეორე ბუნდესლიგაში დიუსელდორფის "ფორტუნასთან" ერთად ლიდერობს.
წარმატების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი, მწვრთნელი, კრისტიან აიხნერია, რომელმაც არაერთ შემოთავაზებაზე უარი თქვა და გუნდში თავის მეხუთე სეზონს დამაჯერებლად იწყებს.
კარგი შედეგების თვალსაჩინოებისთვის, 2024 წელს, გერმანული გუნდების მიერ მოპოვებულ ქულებს გადავხედოთ. "კარლსრუემ" 23 მატჩში 48 ქულა მოიპოვა, მაშინ, როცა მიუნხენის "ბაიერნმა" 46. ამავე საანგარიშო პერიოდში გუნდმა 50 გოლი გაიტანა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ "კარლსრუე" შემტევი ფეხბურთის მოყვარულია.
16 წლის შემდეგ, "კარლსრუეს" კვლავ შეუძლია ბუნდესლიგაში დაბრუნებაზე იოცნებოს, რადგან მათ ამ გზაზე მთავარი მწვრთნელი, კრისტიან აიხნერი და გოლების მანქანა ბუდუ ზივზივაძე მიუძღვებათ", - წერს Sky Sport.
საქართველოს ნაკრების 30 წლის თავდამსხმელმა, ახალი სეზონის სტარტზე ყველა ტურნირზე 7 მატჩში 7 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა, რაც შეეხება მის გუნდს, "კარლსრუე" ჩემპიონატში წაუგებლად ლიდერობს და შემდეგ მატჩს "კიოლნთან", 29 სექტემბერს ჩაატარებს.