Belive

იტალიელი ჟურნალისტი: "ნაპოლისთან მატჩისას საბა გოგლიჩიძეს დააკვირდნენ"

2 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

პოპულარული იტალიელი სპორტული ჟურნალისტი, ნიკოლო სკირა, საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველის, საბა გოგლიჩიძის შესახებ საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.

"იტალიის სერია A-ს მერვე ტურში, "ემპოლისა" და "ნაპოლის" მატჩს "ბოლონიას" სპორტული დირექტორი ჯოვანი სარტორი დაესწრო, რათა ახალგაზრდა ცენტრალურ მცველს, საბა გოგლიჩიძეს დააკვირდეს", - წერს ნიკოლო სკირა.

20 წლის ქართველი მცველი ქუთაისის "ტორპედოს" აღზრდილია. ის "ემპოლის" 2024 წლის იანვარში შეუერთდა, ხოლო სერია A-ში დებიუტი მიმდინარე სეზონის სტარტზე შედგა. საბა გოგლიჩიძის მონაწილეობით მიჯრით სამ მატჩში "ემპოლიმ" კარის უსაფრთხოება მშრალად შეინახა და ამ მომენტისთვის, ტურინის "იუვენტუსის" შემდეგ, ყველაზე ცოტა გოლი აქვს გაშვებული (5).

რაც შეეხება "ბოლონიას" გუნდს წინა სეზონში ტიაგო მოტა თავკაცობდა და მისი ხელმძღვანელობით გუნდმა ისტორიაში სადებიუტოდ, უეფას ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვა.

სხვა სტატიები