Belive

სილვინიო: "ამ ჯგუფში ერთ შეცდომას ბევრი რამის გადაწყვეტა შეუძლია"

2 დღის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოსთან გასამართი მატჩის წინ, ალბანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, სილვინიომ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ პრესკონფერენციაზე მოახლოებული შეხვედრის შესახებ ისაუბრა.

ჯგუფში ძალიან დაბალანსებული მდგომარეობაა და ყველა გუნდს აქვს იმის შესაძლებლობა, რომ მეტოქეს ქულები დააკარგვინოს. ტირანაში გამართული შეხვედრა ძალიან თანაბარი გამოვიდა, როგორც ტაქტიკურად, ისე ფიზიკურად და ტექნიკურად. ვილი სანიოლს ნიჭიერი ფეხბურთელებისგან გამართული გუნდი ჰყავს ჩამოყალიბებული. თბილისში გასამართ მატჩში რამდენიმე ცვლილება იქნება.

საქართველოსა და უკრაინის ნაკრებების მატჩს ვუყურე და ეს ძალიან თანაბარი შეხვედრა გამოვიდა, რომელშიც საქართველოს ნაკრებმა თავი კარგად წარმოაჩინა, მაგრამ მეტოქემ გაიმარჯვა. სწორედ ამას უნდა მივაქციოთ ყურადღება, რომ ეს ის ჯგუფია, სადაც ოთხივე ნაკრებს აქვს იმის პოტენციალი, რომ წარმატებას მიაღწიოს. ამიტომ, საქართველოსთან მატჩშიც თანაბარ ბრძოლას ველოდებით. ამ ჯგუფში ბევრი ისეთი შეხვედრა იქნება, სადაც ერთ შეცდომას ბევრი რამის გადაწყვეტა შეეძლება. - სილვინიო - ალბანეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი

საქართველოს ნაკრები ალბანეთს 14 ოქტომბერს, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე უმასპინძლებს. მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები