Belive

რა კავშირშია საიმონ ბენიო გულიაშვილის რასინგში ტრანსფერთან? - as საინტერესო სტატიას აქვეყნებს

20 საათის წინ ქართული სპორტი
1 წთ

პოპულარული ესპანური მედია საშუალება AS საქართველოს ნაკრებისა და სანტანდერის რასინგის ცენტრალური ფორვარდის, გიორგი გულიაშვილის შესახებ საინტერესო სტატიას აქვეყნებს.

"სანტანდერის რასინგის სპორტულმა დირექტორმა თავისი ერთ-ერთი ძველი ფეხბურთელის თამაშის ყურებისას, გიორგი გულიაშვილი აღმოაჩინა. ფეხბურთელმა ტრანსფერი კასტელონთან სადებიუტო გოლებით და საგოლე პასით უკვე გაამართლა.

ჯერემი არევალოს შტუტგარტში წასვლის, ასიერ ვილიალიბრეს ტრავმისა და კარიკაბურუს მუდმივი შეთავაზებების შემდეგ, სანტანდერის რასინგის გულშემატკივრებს ბოსნიიდან გიორგი გულიაშვილის მოყვანა ალბათ გაუკვირდათ.

კასტელონთან მატჩში მეკარეს უკეთ რომ არ ეთამაშა, გიორგი გულიაშვილს დუბლის გარდა, კიდევ 2 გოლის გატანის შანსი ჰქონდა, მაგრამ უშუალო კონკურენტთან ასეთი შედეგიანი შეხვედრა მგონი ცუდი არ არის არა?

მაშ, როგორ მოხვდა გიორგი გულიაშვილი სანტანდერის რასინგში? ამ ამბავში პირდაპირ სპორტული დირექტორის, ჩემა არაგონის ხელი ურევია. საქმე ისაა, რომ ჩემა არაგონი რამდენიმე წლის წინ მირანდესში მუშაობდა, რომელსაც ანდონი ირაოლა წვრთნიდა. მიუხედავად იმისა, რომ ფრანგი ცენტრალური მცველის ტრანსფერი გეგმის მიხედვით არ წარიმართა და მან მხოლოდ ოთხ მატჩში მიიღო მონაწილეობა, ჩემამ მისთვის თვალის მიდევნება საქართველოს ჩემპიონატში, დინამო თბილისში გააგრძელა.

საქართველოს ჩემპიონატში არაერთი მატჩიდან ერთ-ერთში ბენიომ იბერია 1999-ს პირისპირ ითამაშა, რომელშიც გიორგი გულიაშვილთან ერთად, ასევე ამჟამად კადისში მოთამაშე იური ტაბატაძე გამოდიოდა. რამდენიმე წლის შემდეგ, ჩემა არაგონი ელჩედან წავიდა და შვებულებისას აღმოაჩინა, რომ გულიაშვილი ბოსნიისა და ჰერცეგოვინის წარმომადგენელ სარაევოში თამაშობდა.

გასულ ზაფხულს, რასინგმა მისი დამატება სცადა, მაგრამ ბოსნიური კლუბის მოთხოვნები ძალიან მაღალი იყო. თუმცა, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს, მისმა აგენტმა, ირაკლი ლილუაშვილმა მათ აცნობა, რომ სარაევოს მიერ მოთხოვნილი ფასი შემცირდა და რასინგმა არ დააყოვნა", - წერს as.

გიორგი გულიაშვილს კასტელონთან სადებიუტო საგოლე მოქმედებების შემდეგ, ამ სეზონში სარაევოს სტატისტიკის გათვალისწინებით, 3 გოლი და 9 საგოლე პასი დაუგროვდა.

სხვა სტატიები