Belive

ჩეხების ლიდერი ვერ ითამაშებს: როგორია ჩვენი მეტოქის შემადგენლობა?

2 კვირის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრები უეფას ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში ჩეხეთს შეხვდება. მეტოქე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ივან ჰაშეკმა აღნიშნული და ალბანეთთან მატჩებისთვის გუნდის შემადგენლობა დაასახელა.

მეტოქე გუნდს მთავარი ვარსკვლავი, ლევერკუზენის "ბაიერის" თავდამსხმელი, პატრიკ შიკი ამ მატჩში ტრავმის გამო ვერ დაეხმარება, შემადგენლობა კი ასეთია:

მეკარეები მარტინ იედლიჩკა (პლზენის "ვიქტორია"), ანტონინ კინსკი (პრაღის "სლავია"), მატეი კოვარი (ლევერკუზენის "ბაიერი");

მცველები: ვლადიმირ ცოუფალი ("ვესტ ჰემი"), ტომაშ ჰოლეში (პრაღის "სლავია"), ლადისლავ კრეიჩი ("ჟირონა"), მარტინ ვიტიკი (პრაღის "სპარტა"), მილან ჰაველი (პლზენის "ვიქტორია"), იან ბორილი (პრაღის "სლავია"), დავიდ ციმა (პრაღის "სლავია"), ვაცლავ იემელკა (პლზენის "ვიქტორია");

ნახევარმცველები: ვაცლავ ჩერნი (გლაზგოს "რეინჯერსი"), ლუკაშ ჩერვი (პლზენის "ვიქტორია"), ლუკაშ კალვაჩი (პლზენის "ვიქტორია"), ალექს კრალი ("ესპანიოლი"), ანდჟეი ლინგრი (პრაღის "სლავია"), ლუკაშ პროვოდი (პრაღის "სლავია"), ტომაშ სოუჩეკი ("ვესტ ჰემი"), პაველ შულცი (პლზენის "ვიქტორია") შინი ("ბანიკი");

თავდამსხმელები ადამ ჰლოჟეკი ("ჰოფენჰაიმი"), იან კლიმენტი ("ოლომოუცი"), იან კუჩტა ("მიდტილანდი"), ვასილ კუშეი ("მლადა ბოლესლავი"), ტომაშ ჩორი (პრაღის "სლავია");

უკრაინასთან 16 ნოემბერს, ბათუმში გასამართი მატჩიდან 3 დღეში, საქართველოს ნაკრები ჩეხეთს, სტუმრად, ოლომოუცში შეხვდება.

სხვა სტატიები