Belive

სიგუამ ტრავმის შემდეგ სადებიუტოდ გაიტანა: ბაზელი მორიგ ტიტულს უახლოვდება

1 დღის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრების ცენტრალურმა ნახევარმცველმა, გაბრიელ სიგუამ შვეიცარიის თასის მეოთხედფინალურ ეტაპზე გოლის გატანა მოახერხა.

19 წლის ქართველი ფეხბურთელი "ეტოილთან" მატჩში "ბაზელის" განაცხადში გახლდათ, თამაშში მეორე ტაიმში ჩაერთო და 84-ე წუთზე ანგარიშის გათანაბრება შეძლო, დარჩენილ დროში კი გუნდმა მეტოქის კარი კიდევ ორჯერ აიღო და ნახევარფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა.

ქართველმა ფეხბურთელმა მოედანზე 18 წუთი გაატარა, ტრავმის შემდეგ კი ეს მისთვის ოფიციალურ მატჩში გატანილი სადებიუტო გოლია. 2023 წლის ზაფხულიდან მოყოლებული, რაც გაბრიელ სიგუა შვეიცარიულ გრანდში გადაბარგდა, ეს მისთვის მეოთხე გატანილი გოლია, მის აქტივში ასევე საგოლე გადაცემაცაა.

შვეიცარიის 20-გზის ჩემპიონსა და 13-გზის თასის გამარჯვებულს 2022 წლის შემდეგ ტიტული არ მოუგია, ახლა კი ქვეყნის თასის ნახევარფინალშია გასული და ჩემპიონატს ლიდერობს.

სხვა სტატიები