Belive

მესამე ეტაპზე გასვლის შემთხვევაში, ქართული გუნდების მეტოქეები ცნობილია

4 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ქართული გუნდების მიერ უეფას ევროპის კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის ბარიერის დაძლევის შემთხვევაში, მათი მომავალი პოტენციური მეტოქეები ცნობილია.

შვეიცარიაში, ნიონში მდებარე უეფას სათაო ოფისში გამართულ წილისყრაზე სამი ქართული გუნდის, "დინამო ბათუმის", ქუთაისის "ტორპედოს" და "იბერია 1999-ს" პოტენციური მეტოქეები გაირკვა.

მონტენეგროს ჩემპიონ "დეჩიჩთან" გამარჯვების შემთხვევაში, "დინამო ბათუმი" ფინურ, ჰელსინკის "ჰიკს" შეხვდება;

კვიპროსულ "ომონიასთან" გამარჯვების შემთხვევაში, ქუთაისის "ტორპედოს" მეტოქე აზერბაიჯანული "სუმგაითისა" და უნგრული "ფეჰერვარის" წყვილში გამარჯვებული გუნდი იქნება;

ალბანური "პარტიზანის" ბარიერის დაძლევის შემთხვევაში, "იბერია 1999" თურქულ გრანდ "ბასაკშეჰირისა" და "სან მარინოს" "ლა ფიორიტას" წყვილში გამარჯვებულს შეხვდება.

შესარჩევი ეტაპის მეორე რაუნდის პირველ მატჩებს ქართული გუნდები 24-25 ივლისს, ხოლო საპასუხო შეხვედრებს 30 ივლისსა და 1 აგვისტოს გამართავენ.

სხვა სტატიები