"მათ ჰყავთ კვარაცხელია და ჯგუფიდან გასვლის კარგი შანსი აქვთ" - theanalyst საქართველოს ნაკრებს განიხილავს
პოპულარული, ევროპული ანალიტიკური მედია საშუალების, theanalyst-ის სტატიაში, ევროპის ჩემპიონატის მონაწილე ნაკრებები და მათი წარმატების შანსებია განხილული. უფრო კონკრეტულად, შეფასებულია, თუ რომელ ნაკრებს როგორი პროცენტული ალბათობა აქვს იმის, რომ ტურნირის გამარჯვებული გახდეს.
ასევე, საუბარია იმაზეც, თუ ჯგუფური ეტაპიდან ფინალურზე მოხვედრის რა შანსი არსებობს. საქართველოს ნაკრებს აღნიშნული პლატფორმა ჩემპიონობის 0.1%-იან შანსს აძლევს, მაგრამ მიიჩნევს, რომ ჯგუფიდან გასვლის შესაძლებლობა აქვს და შემდეგ ეტაპზე მოხვედრის საკმაოდ მაღალ ალბათობას ადგენს.
"საქართველოს ნაკრები დიდ ტურნირზე ისტორიაში პირველად გამოჩნდა და შესაბამისად, ჩემპიონობის ყველაზე დაბალი, 0.1%-იანი ალბათობა აქვს. მიუხედავადა ამისა, ეს არ არის იმის გარანტია, რომ საქართველოს ნაკრებს გარღვევის მოხდენა და ჯგუფიდან გასვლის შანსი არ აქვს. ვილი სანიოლის გუნდს გაცილებით უფრო მაღალი შანსი აქვს რომ პლეი-ოფში გავიდეს, ვიდრე ალბანეთის ნაკრებს. ეს შანსი ჩვენი გამოთვლებით 37.2% გახლავთ.
საქართველოს ნაკრებს ხვიჩა კვარაცხელია ჰყავს, რომელმაც ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე 4 გოლი გაიტანა და მათ ჩვენი გამოთვლების მიხედვით, ნამდვილად შეუძლიათ წარმატების მიღწევა", - წერს theanalyst.
საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ის F ჯგუფში, თურქეთის, ჩეხეთისა და პორტუგალიის ნაკრებებს შეხვდება. ისტორიაში პირველი შეხვედრა 18 ივნისს, დორტმუნდში, "სიგნალ იდუნა პარკზე" გაიმართება და თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.